აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გელა მუხაშავრია (1938-2020)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. თბილისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1964-1970 წლებში იყო ქარელის რაიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი, 1967-1983 წლებში — მოსკოვის კოლოპროქტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1970-1971 წლებში — თბილისის მე–9 საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ექიმი–ორდინატორი, 1972-1983 წლებში — იმავე კლინიკის ჩირქოვანი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების გამგე, 1983 წლიდან — საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის დირექტორი. ანდერძის მიხედვით, დაკრძალულია საგვარეულო სასაფლაოზე /თბილისი, საბურთალოს სასაფლაო/ ბებიის, დედის, მამის და მეუღლის გვერდით. საფლავის ფოტო მოგვაწოდა "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი-გელა მუხაშავრიას კლინიკის", დირექტორის მოადგილემ მედ. მეცნ. დოქტორმა მაია ქარაბაკმა

geonecropol.com