აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ხვედელიანი იაკობ (1906-1978)

საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს. 1929–1931წწ. მუშაობდა ქ. ნიჟნე-დნეპროვსკის კ. ლიბკნეხთის სახ. ქარხანაში ტეკნიკოს მექანიკოსად; 1931 წლიდან იგი სამუშაოდ გადმოდის ქ. თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში; 1937 წლიდან მუშაობს თბილისის კიროვის სახ. დაზგათსამშენებელ ქარხანაში ოსტატად; 1943 წელს მას აწინაურებენ მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე, ხოლო 1944 წელს ინიშნება ამავე ქარხნის დირექტორად; 1948–1978წწ. 30 წლის განმავლობაში, თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის N31 საავიაციო ქარხნის დირექტორია. ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და არაერთი გამოგონება. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.