აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნანა მჭედლიძე (1926-2016)

კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983), საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის მფლობელი. დაიბადა 1926 წლის 20 მარტს ხონში. დედა — ბარბარე ფარცხალაძე, ბეტერბურგის ბესტუჟევის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რუსულ ენას ასწავლიდა სკოლაში. მამა — ავტოსაგზაო ინჟინერი, რომლის დაპროექტებული და აშენებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოში. ნანა მჭედლიძის პაპა მამის მხრიდან არის ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე, წმინდანად შერაცხული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. იმის გამო, რომ 1937 წელს პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დედა გადაასახლეს ციმბირში, ნანა და მისი უმცროსი ძმა, ბიძინა, მამამ საცხოვრებლად თბილისში გადმოიყვანა. დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1956) და სარეჟისორო (1960) ფაკულტეტები. მის მიერ გადაღებული ფილმები პრესტიჟული პრემიის ლაურეატები არიან. დაკრძალულია ხონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ.