აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ოზეროვი ( Александр Григорьевич Озеров; 1843-1922)

რუსი არქიტექტორი; რევოლუციამდელი თბილისის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე. დაიბადა საქართველოში მომსახურე რუსი სამხედრო ექიმის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო სასწავლებელი 1872 წელს. 1873 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში. 1879–1885 წლებში თბილისის საქალაქო არქიტექტორი იყო. 1888 წელს მსახურობს ქუთაისის საგუბერნიო ინჟინრად, 1891–1892 წლებში — თბილისის ხანძრისაგან დამზღვევი საზოგადოების არქიტექტორად, მოგვიანებით — თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილების შტატგარეშე ტექნიკოსად, ხოლო უფრო გვიან, 1898-1907 წლებში — კავკასიაში საუფლისწულო მამულების ინსპექტორის სამმართველოს არქიტექტორად. 1885-87 წლებში ოზეროვი მონაწილეობდა ავჭალის წყალსადენის, ასევე თბილისის საკრებულოს შენობის აგებაში, ბორჯომი-ახალციხის და კოჯრის გზატკეცილის დაგეგმარებაში. 1874 წელს არჩეული იყო კავკასიის სამხატვრო საზოგადოების ნამდვილი წევრად. საუფლისწულო მამულების არქიტექტორად ყოფნისას აშენებდა წინანდალში, კარდანახში, თბილისშიც. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან - aesthetics of antiquity(Georgia), გამოქვეყნებულია გვერდზე "თბილისური ფოლორცი", ნელი ხალათოვას მიერ.