აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზაურ წულაია (1942-2007)

პირველი ქართველი კრიმინოლოგი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, მწერალი. 1966 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, საიდანაც მივლინებული იქნა მოსკოვში, საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1974 წელს სადოქტორო დისერტაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის პირველ მოადგილედ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის 17 მონოგრაფია სისხლის სამართალსა და კრიმინოლოგიაში. იყო პირველი იურისტი საქართველოში, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კრიმინოლოგიაში. დასახელდა ყველაზე ცნობილ კრიმინოლოგად საქართველოში. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. გამოცემულია მისი ნოველების რამდენიმე კრებული. გარდაიცვალა 2007 წელს 65 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა, ბატონმა დავითმა.