აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გომარ სიხარულიძე (1942-2020)

კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2009). 1964 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო–სადირიჟორო), ხოლო 1976 წელს (საკომპოზიციო). 1957–1959 წლებში იყო ქ. ქუთაისის აბრეშუმის კომბინატთან არსებული გუნდისა და ხალხური ინსტრუმენტალური ანსამბლის ხელმძღვანელი; 1961–1975 წლებში ვოკალური ანსამბლი „გორდელას“ ხელმძღვანელი; 1966–1970 ასწავლიდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, 1970–1977 თბილისის V სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1977 წლიდან იყო თბილისის პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1984 წლიდან თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე. დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საფლავის ფოტო მოგვაწოდეს ბატონებმა ვაჟა მეგრელიძემ და როინ დავითაძემ. რისთვისაც ვუხდით მადლობას.