აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რეზო ესაძე (1934-2020)

მსახიობი, რეჟისორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; 1965 წელს კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში. 1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის "ჭინჭრაქას" რედაქტორი; 1956-58წწ. იყო თბილისის 23-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი; 1960 და 1974-1989წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის", 1965-1974წწ. "ლენფილმის" რეჟისორი; 1972 წელს საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი; 1979-1989წწ. გაერთიანება "დებიუტის" მხატვრული ხელმძღვანელი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია "+1"-ს. იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი. 2019 წლის თებერვალში კინო თეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საფლავის ფოტო მოგვაწოდეს ბატონებმა ვაჟა მეგრელიძემ და როინ დავითაძემ. რისთვისაც ვუხდით მადლობას.