აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით წერედიანი (1937-2019)

პოეტი და მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. განსაკუთრებით ცნობილია ფრანსუა ვიიონის „დიდი ანდერძის“ და „მცირე ანდერძის“, ასევე ძმები გრიმების ზღაპრების და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტის" თარგმანები. 2012, 2014 და 2018 წლებში მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა".

დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საფლავის ფოტო მოგვაწოდეს ბატონებმა ვაჟა მეგრელიძემ და როინ დავითაძემ. რისთვისაც ვუხდით მადლობას.