აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გივი მარგველაშვილი (1927-2020)

ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი. დაიბადა ბერლინში. 1946 წელს მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მამა ტიტე მარგველაშვილი დახვრეტილ იქნა, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს თბილისში თავის ნათესავებთან ეცხოვრა. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. შემდეგ მუშაობდა იქვე გერმანული ენის მასწავლებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში — მეცნიერ თანამშრომლად. წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა. მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, მიეცა საშუალება კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანი, „კაპიტანი ვაკუში“. 2011 წლიდან მწერალი ცხოვრობდა თბილისში. 2014 წელს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.

დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საფლავის ფოტო მოგვაწოდეს ბატონებმა ვაჟა მეგრელიძემ და როინ დავითაძემ. რისთვისაც ვუხდით მადლობას.