აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გურამ ლორთქიფანიძე (1938-2019)

ისტორიკოსი, არქეოლოგი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009 წ.). დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1968 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1977 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975 წელს, ანდრია აფაქიძის შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციას. 1977-1978 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი; 1979-1981 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი; 1985-2006 წლებში — კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი;

დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.