აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ელიზბარ ლომდარიძე (1945-2020)

კომპოზიტორი, პედაგოგი. 1972–1974 წლებში ასწავლიდა თბილისის საესტრადო–საცირკო სასწავლებელში მუსიკის თეორიის საგნებს; 1974 წლიდან იყო თბილისის III სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, 1975–1979წლებში ამავე სასწავლებლის თეორიული განყოფილების გამგე; 1981–1985 წლებში რესპუბლიკის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი; 1985-1990წწ. თბილისის N15 მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1992-1996 წლებში მოსკოვის მუსიკალური კოლეჯის დირექტორი; 1997-2004 მ. ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიის რექტორი; 2008-2011წწ. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მუსიკალური დეპარტამენტის კონსულტანტი.

დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდე