აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გოგი თოდაძე (1945-2020)

მსახიობი, რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1968 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1977 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1968 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის თეატრში. 90-მდე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი; იყო სკოლა-სტუდია „ბერიკების“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო), მრავალი სამთავრობო და სახალხო ზეიმების რეჟისორი.

დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.