აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თედო ავალიშვილი (ლილოელი) - (1860-1930) 

სახელგანთქმული ფალავანი. კოსტა მაისურაძის მწვრთნელი. თურმე თიანეთში ყოფილა ძლიერი მოჭიდავე თიანელი ტონე. ტონეს დაუტრაბახია თედო წაქცეული მყავსო. გაუგია თედოს და ძალიან გაბრაზებულა. ერთხელ თედო მინდორს ხნავდა, ვიღაცას უთქვია, თედო დღეს მცხეთობააო. უი, თუ დღეს მცხეთობაა, წავალ იქ ტონე იქნება და დავეჭიდებიო. ტანსაცმელი შეუსწორებია, ჩაუფერთხია, შემჯდარა ცხენზე და წასულა მცხეთაში. მივიდა და რას ხედავს, ტონე ტრიალებს წრეში და ჩხუბობს, რატომ არავინ მეჭიდავებითო? გაბრაზებული თედო დაჭიდებია და წაუქცევია. იმ დროს ილია ჭავჭავაძე ყოფილა მაზრის უფროსი, მისულა თედოსთან და ოქროს თუმნიანი უჩუქებია.

დაკრძალულია თბილისში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა თამაზ გოგიბედაშვილმა.