აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

არჩილ გურიელი–ჭყონია (1895-1955)

მეწარმე. 1921 წელს არჩილ გურიელი–ჭყონია ემიგრაციაში წავიდა, ჯერ ავსტრიაში, შემდეგ – საფრანგეთში, 1937 წლიდან კი ამერიკაშია. 1945-47 წლებში იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. ფართო საზოგადოების ყურადღება არჩილ გურიელ–ჭყონიამ კოსმეტიკის დედოფლად შერაცხულ და ერთ–ერთ უმდიდრეს ქალბატონ ჰელენა რუბინშტეინთან ქორწინებით მიიქცია. მათი ოჯახი სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობით გამოირჩეოდა. კარგი გარეგნობის, მანერებისა და უშუალობის წყალობით ახალ მეგობრებს სწრაფად იძენდა. მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან. გარდაიცვალა 1955 წელს. დაკრძალულია ნიუ-იორკში.

საფლავის ფოტო აღებულია ბატონი დავით ჯოხაძის პოსტიდან.