აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ვარაზაშვილი, კაპიტანი მონტი (1914-1945)

იტალიის ბრინჯაოს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი. 1940 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. მტერთან ერთ-ერთი შეტაკებისას 299-ე პოლკის არტილერისტები უკან იხევდნენ და დაზვერვაზე წასულ გიორგი ვარაზაშვილს და მის ორ მეგობარს თავისიანები უკვე წასული დახვდნენ. გადაწყვიტეს ღამე ერთ-ერთ სოფელში გაეთიათ და გზად მიმავლები გერმანელთა მზვერავებმა ტყვეებად აიყვანეს. ამავე წელს გერმანელებმა კვლავ დააპატიმრეს და წაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც კიდევ გაიქცა და ბრიანსკის ოლქის პარტიზანებს შეუერთდა. 1944 წლის ივლისში, ტრევიზოს პროვინციაში პარტიზანული ბანაკიდან შინ, სოფელ მირო-ფრონტოში მიმავალმა ჯოვანო ლიესიმ თან წაიყვანა ტყეში გადაყრილი ხუთი ჩამოძენძილი ტყვე, რომელთა შორის იყო გიორგი ვარაზაშვილიც. გიორგი ვარაზაშვილს პარტიზანული სახელი „მონტი„ დაარქვეს და რაკი დიდად გაბედული და საზრიანი მეომარი იყო, მალე „კაპიტან მონტის„ სახელითაც მონათლეს. 1945 წლის თებერვალში რიფრონტოლის გორაზე გათამაშდა ტრაგედია: მამაცმა პარტიზანებმა მეგობრების გაცემას სიცოცხლის გაწირვა ამჯობინეს, თითო ხელყუმბარა მტერს ესროლეს, მეორე კი მკერდზე აიფეთქეს. გიორგი ვარაზაშვილის სახელისა და გვარი იტალიელებმა ამ ფორმითაც ჩაიწერეს: Giorgio VORAZOSCYILIY „MONTI“ და საფლავის ქვაზე სულ სხვანაირად: VORAZOSCVILJ GIORGIO „MONTI“. დასაფლავებულია ჩიზონ დე ვალმარინოში, ტოვენას სასაფლაზე, იტალია. სურათები ღებულია ბატონი ალექსანდრე ბრეგვაძის გვერდიდან.