აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ დომუხოვსკი (1948-2013)

ფიზიკოსი, პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაიბადა ქალაქ ქუთაისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1973 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, აგრეთვე საქართველოს მეტალურგთა თავისუფალი კავშირის გამგეობისა და დარბაზის წევრი. 1990 წელს ვიქტორ დომუხოვსკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. იყო საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირის, იურიდიული კომისიის წევრი, პატიმართა უფლებების ქვეკომისიის თავმჯდომარე; 1990 წელს უზენაესმა საბჭომ თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმის საგამოძიებო საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ საქმესთან დაკავშირებით, დომუხოვსკის შევარდნაძის „პირად პატიმარსაც“ უწოდებდნენ. მოგვიანებით იგი ემიგრაციაში, პოლონეთში წავიდა. ვიქტორ დომუხოვსკი 65 წლის ასაკში, პოლონეთის დედაქალაქში 2013 წლის 24 მაისს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 2 ივნისს, თბილისში დიღმის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ (სიკვდილის შემდეგ).

საფლავის ფოტო აღებულია ქალბატონ რუსუდან კიკალიშვილის გვერდიდან.