აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოთარ გაგუა (1927-2021)

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ენციკლოპედისტი, საზოგადო მოღვაწე. ენციკლოპედია ,,თბილისის“ თანაგამომცემელი, ღირსების ორდენის კავალერი, აჭარის დამსახურებული მოღვაწე მეცნიერებისა და კულტურის დარგში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი 1951 წელს. მრავალი წლის მანძილზე იყო გაზეთ "თბილისის" ინფორმაციისა და სპორტის განყოფილების გამგე; 1979–1987წწ. საქართველოს ოლიმპიური სპორტული სკოლა–ინტერნატის დირექტორი; სხვადასახვა დროს იყო თბილისისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, დედაქალაქის ფეხბურთის მოყვარულთა კლუბის პირველი თავმჯდომარე; 2005 წლიდან მუშაობა დაიწყო ენციკლოპედია „აჭარის“ გამოცემაზე, იყო საგამომცემლო-შემოქმედებითი პროცესის ხელმძღვანელი.

დაკრძალულია ქ. თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა ურიადმყოფელმა.