აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით აგლაძე (1900-1976)

ზოოტექნიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1925), პროფესორი (1930). 1925 წელს დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი. 1925–1947 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ზოოვეტერინალურ და მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1947–1973 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე. მის ნაშრომებში გაშუქებულია ცხვრის მეტიზაციის, მატყლის სტანდარტიზაციის, ხევსურული ძრობის ოსტეოლოგიის, აგრეთვე საქართველოს მეცხოველეობის სხვა საკითხები. გარდა ამისა, აგლაძემ თარგმნა კლასიკური ნაშრომები გენეტიკაში, დაამუშავა ქართული ზოოტექნიკური ტერმინოლოგიის საკითხები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია თბილისში.