აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სიმონ ზაზაძე (1933-2016)

მეწარმე, საქართველოს საპატიო მოქალაქე. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლონდონში. 1962–1982 წლებში სიმონ ზაზაძე მამასთან ერთად აფინანსებდა პარიზში გამომავალ "ბედი ქართლისას" ფრანგულენოვან გამოცემას. ისინი ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვადასხვა ქართულ გამოცემებს, მათ შორის ჟურნალებს "ფიროსმანსა" და "ჩვენებურებს"(სტამბოლი). ვაჟიშვილთან ერთად იყო თურქეთში 2000 წელს დაარსებული თურქეთ-საქართველოს კულტურული და განათლების ფონდის საბჭოს წევრი, სტამბოლში მდებარე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიისა და მონასტრის პატრონი. დაკრძალულია სტამბულში, ქართველ კათოლიკეთა მონასტერში.

საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ.