აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი (1874-1948)

მუსიკოსი. ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით; მისი შესაძლებლობით მოხიბლულმა აკაკი წერეთელმა 1895 წელს ლექსის "სულიკო" გამოქვეყნების შემდეგ ვარინკას მუსიკის შეთხზვა სთხოვა; სიმღერამ "სულიკო" ლეგენდარული პოპულარობა მოიპოვა; ბარბარე მაჭავარიანი-წერეთელმა 1909 წელს ზესტაფონში დააარსა "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", იყო მისი თავმჯდომარე; საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში გახსნა სკოლა; მას "სულიკოს" საავტორო უფლებისთვის ბრძოლა მოუხდა. დაკრძალულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გიორგი შალამბერიძემ.