აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გვანჯი ჩიქოვანი (1879-1969)

თავადი, რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც გამოიქცა და სალომე დადიანის შუამდგომლობით მოეწყო საოფიცრო კურსებზე. რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, მიავლინეს აჭარაში პოლიციის უფროსად. საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ მხოლოდ 6 თვე იმუშავა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 1924 წლის აჯანყების დღეებში დააპატიმრეს და მალევე გამოუშვეს. ასევე დაპატიმრებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, მოიხადა 8 წელი. დიდი მეგობრობა აკავშირებდა კონსტანტინე გამსახურდიასთან. მისი პროტოტიპი "მთვარის მოტაცებაში" არის გვანჯ აფაქიძე. დაკრძალულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში. სფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნანული ჭითანავამ.