აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ფარნაოზ ბაგრატიონი (1775-1852)

ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი. 1801 წელს თავის უფროს ძმასთან იულონთან ერთად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1805 წელს ვორონეჟში გადაასახლეს. შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდა, მაგრამ რუსეთის სამსახურში არ შესულა. 1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში. მის გვერდით განისვენებს მეუღლე-ანა. საფლავის სურათი აღებულია ბატონი ზაზა აბაშიძის გვერდიდან.