აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასილ კარგარეთელი (1880-1946)

გენერალი, ორგანიზაცია «თეთრი გიორგის» დამაარსებელი, თეირანის საპატიო მოქალაქე. დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. განათლება მიიღო ტფილისის 1-ლ კლასიკურ გიმნაზიასა და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში. 1918 წლამდე იმყოფებოდა სპარსეთში რუსული ჯარების შემადგენლობაში. 1918 წლიდან ვასილ კარგარეთელი მსახურობდა ქართულ ჯარში, ქართული კორპუსის მე-2 დივიზიის მეთაურად. 1919 წლის 17 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა საქართველოს დიპლომატიური მისიის სამხედრო ატაშედ აზერბაიჯანში. 1919 წლის 15 ივლისიდან მსახურობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს გენერალ-კვარტირმაისტერად. 1920 წლის ბოლოდან ვასილ კარგარეთელი ცხოვრობდა სპარსეთში. ვასილ კარგარეთელმა რეზა-ხანსა და მის თანამშრომლებს პირადად შეასწავლა სხვადასხვა სამხედრო წესები. „გურჯი ხანი“ – კარგარეთელის მიერ სპარსულ ენაზე გამოიცა მთელი რიგი სამხედრო სახელმძღვანელოები. დაკრძალულია რუსულ სასაფლაოზე ქ.თეირანში. საფლავის ფოტო აღებულია Alan Larkin-ის გვერდიდ