აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გია მაისაშვილი (1962-2018)

ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ეკონომიკური კონცეფცია პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდისათვის, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ მოასწრო. ამის შემდეგ, მაისაშვილი აშშ-ში გადასახლდა. 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა. მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2001 წლამდე. ოყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარატამენტის უფროსი. ხელმძღვანელობს საკონსულტაციო კომპანია „ჰერიკლე გრუპ“-ს. 2003 წელს გიორგი მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა ვარდების რევოლუციის პერიოდში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი გახდა. 2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის მთავრობა“. 2006 წელს გიორგი მაისაშვილმა საკუთარი ძალისხმევით ჩამოაყალიბა ლიდერთა სკოლა. 2007 წლის 26 ივლისს გიორგი მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“, 2008 წლის 5 იანვრის მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. 2018 წლის 26 თებერვალს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გიორგი მაისაშვილი აშშ-ში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში.