აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ხახალეიშვილი (1971-2021)

ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი (ბარსელონა-1992), ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა. 1995, 1996 და 2003 წლებში სამჯერ იასპარეზა იაპონიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირში. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს. დაკრძალულია ქუთაისში, ავანგარდის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რეზი ხახალეიშვილმა.