აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვალერიან მიზანდარი (1894-1926)

დირიჟორი. პირველად სადირიჟორო პულტთან 17 წლის ასაკში დადგა; 1917 წელს მან ჩამოაყალიბა 65 კაცისგან შემდგარი სამხედრო-სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც თბილისში არ ყოფილა; 1918 წლიდან ორკესტრს "სახალხო გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი" ეწოდა; 1919 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1922 წელს მან მხედველობა დაკარგა და 3 წლის განმავლობაში უსინათლოდ დირიჟორობდა, რის გამოც მას "ბრმა დირიჟორი" უწოდეს. ვალერიან მიზანდარი 1926 წელს, უცოლშვილოდ, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, ყოფილ პანთეონში.

საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ლევან ხიზანიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.