აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ამირან ხაბაზი (1953-2021)

პოეტი, პროზაიკოსი. დაიბადა 1953 წლის 24 აგვისტოს, ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამირან ხაბაზის ლექსების პირველი კრებული - „შვიდფერი“ - 1979 წელს გამოიცა. ავტორია კრებულებისა: „ჩურჩული“ (1983), „მიწიდან ცისკენ“ (1987), „ლექსის ფარდაგი“ (1990), „სულ საქართველო მეძახდა“ (1996), „თუთა გონიოს გალავანში“ (1998), „ავტოპორტრეტი ფორთოხლებით“ (2001), „ჯიშის სიმღერა“ (პროზა, 2002), „ლექსის ქვეყანა“ (2003), „ღმერთით, საქართველოვ, ღმერთით“ (2008), „ვაზა-ავაზა“ (2013). ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, მემედ აბაშიძისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიებით. დაკრძალულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში.