აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ანზორ ერქომაიშვილი (1940-2021)

მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1968 წლიდან არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972–1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

საფლავი მოქანდაკე გია ჯაფარიძისა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას პროექტის შესაბამისად გაკეთდა.

საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან "ქრთული გალობა".