აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თეიმურაზ წიკლაური (1946-2021)

საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. 2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.

გარდაიცვალა 2021 წლის 1 თებერვალს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად. დაკრძალეს კოჯორში, შვილის გვერდით. საფლავის ფოტო აღებულია Навицка Катарина-ს Instagram გვერდიდან.