აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სოლომონ ზალდასტანიშვილი (1891-1941)

სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. 1918-21 წლებში საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი.

1913 წელს დაამთავრა წმინდა ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი და იმავე წელს ოფიცრის ხარისხით დაინიშნა თურქისტანის მერვე პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში და ორჯერ მძიმედ დაიჭრა. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, სოლომონ ზალდასტანიშვილმა  დატოვა საქართველო და საფრანგეთში ჩავიდა. 1941 წლის ივლისში სოლომონ ზალდასტანიშვილი ჩაეწერა მოხალისეთა რაზმში "თამარ მეორე" და მისი მეთაური გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს – ქალაქ ბრაშოვის ომის გმირთა სასაფლაოზე, რუმინეთში. სასაფლაო იდენტიფიცირებულ იქნა 2017 წლის შემოდგომაზე, საელჩოს მიერ.

საფლავის სურათი აღებულია ბატონი Nikoloz Nikolozishvili-ის გვერდიდან.