აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი პაპუაშვილი (1929-2017)

მწერალი, ღირსების ორდენის კავალერი.

დაამთავრა თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1957 წელს. 1957 წლიდან 1961 წლამდე მუშაობდა პედაგოგად, 1962 წლიდან 1965 წლამდე სარაიონთაშორისო გაზეთ "სამგორი"-ს თანამშრომლად, 1965 წლიდან 1979 წლამდე საქართველოს რადიოს გარდაბნის რაიონის კორესპონდენტ-ორგანიზატორად, მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის პრემია. არის 14 წიგნის ავტორი.

დაკრძალულია მუხათგვერდის პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა - ბატონმა გიორგიმ.