აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რეზო გაბრიაძე (1936-2021)

მწერალი, მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს; 1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები. 1974-1980წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები. 1994-1995წწ. რუსეთის ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია; 90–იან წლებში მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში. 2010 წელს მისი პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საფლავი ჯერ არ გაკეთებულა.