აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მერაბ ბალარჯიშვილი (1947-2008)

ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პედაგოგი. 1990-1991წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, N17 თელავის საარჩევნო ოლქი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1966 წლიდან თელავის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1974-1985წწ. საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, რედაქტორი, განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი; 1985-1987წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1988 წლიდან გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელის" რედაქტორი.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ნიკა ბალარჯიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.