აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გურამ გვაზავა (1932-1986)

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ჰიდრავლიკური კვლევის საერთაშორისო ასოციაციიის ეროვნული კომიტეტის წევრი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1964წწ. მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ლაბორატორიაში უფროს ინჟინრად; 1964–1977წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტიტში მათემატიკისა და თეორიული მექანიკის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1979–1985წწ. ამავე ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ჰიდროდინამიკურ და კალაპოტში მიმდინარე პროცესების ლაბორატორიას. შეისწავლიდა საინჟინრო ჰიდრავლიკის საკითხების კვლევის მეთოდებს; მონაწილეობდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობაში; მან პირველმა დაიწყო ჰიდრავლიკურ კვლევებში გამომთვლელი მანქანების გამოყენება.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.