აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დონ დამიანე სააკაშვილი (1865-1943)

ქუთაისის კათოლიკური მონასტრის წინამძღვარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში, ქართველი კათოლიკეების ოჯახში. ქუთაისის კათოლიკური დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც 1883 წელს დაასრულა. 1893-1894 წლებში მისი ხელმძღვანელობით აიგო კათოლიკური ეკლესიები პერეკოპსა და ბერდიანსკში. ასევე, მის სახელს უკავშირდება 1903 წელს ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის იდეა. მღვდელმსახურებას ბრწყინვალედ უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

დაკრძალულია ქუთაისის ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური ეკლესიის ეზოში, მისივე გაშენებულ ბაღში. საფლავის ფოტო აღებულია ქუთაისის ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური კლესიის ფეისბუკის გვერდიდან.