აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯუმბერ ლომინაძე (1930-2014)

ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1982). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988). 1997-2003 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2003-2006 წლებში საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე.

1949-1951 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტზე, 1951-1955 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მთავარი სწავლული მდივნის მოადგილე, ხოლო 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მათემატიკის და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. 1979-1992 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი. 1992-2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი. 2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ჯუმბერ ლომინაძემ