აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე თიკანაძე (1868-1943)

მეან-გინეკოლოგი, ქართული მეანობის ფუძემდებელი, მედიცინოს მეცნიერებათა დოქტორი (1897), პროფესორი (1919).

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1894 წელს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ 9 წელი მუშაობდა ქ. ოზურგეთის ამბულატორიაში; 1907 წელს მეანობა-გინეკოლოგიაში დახელოვნების მიზნით კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში; პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო მოქმედ არმიაში. ომის შემდეგ დაინიშნა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ და ჰოსპიტლის მთავარ ექიმად. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსებისთანავე აირჩიეს კათედრის გამგედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ ლობჟანიძემ.