აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გივი ზალდასტანიშვილი (1919-2007)

მეწარმე.

დაიბადა თბილისში, საქართველოს არმიის პოლკოვნიკის სოლომონ ზალდასტანიშვილის ოჯახში. ოჯახი 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციში წავიდა. 1939 წელს ის საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაეწერა. II მსოფლიო ომის დაწყების დღიდან მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1944 წ. წარმატებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1945 წ. კი ამავე უნივერსიტეტის იურისპუდენციის ასპირანტურა. დიპლომის მიღებისთანავე ადვოკატობა დაიწყო.

1976 წლიდან ხელმძღვანელობდა საინჟინრო–საკონსულტაციო ფირმას "Zaldastani Assiociates". გივი ზალდასტანიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის 1997 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში.

დაკრძალულია თბილისში, წმინდა მიქელ ტვერელის ეკლესიის ეზოში.