აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ქეთევან ლომთათიძე (1911-2007)

ენათმეცნიერი. ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ენათა სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1950); საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962); აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება (1931). იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას; მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მომზადებაში, როგორც მთავარი რედაქციის წევრი და VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი.

გარდაიცვალა 2007 წლის 22 სექტემბერს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა თეიმურაზ გვანცელაძემ.