აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი სერგი (ერისკაცობაში — ზურაბ ჩეკურიშვილი; 1959-2021)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი;

1981 წლიდან ზურაბ ჩეკურიშვილი სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სწავლის პერიოდში იგი სერიოზულად დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით. 1985 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, 1986 წლიდან იგი მორჩილად გადავიდა მოსკოვის წმიდა სამების სერგის ლავრაში. 1997 წლის 14 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსი სერგი გადაყვანილ იქნა ნეკრესის ეპარქიის მმართველად.

გარდაიცვალა 2021 წლის 19 სექტემბერს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად. დაკრძალულია ლაგოდეხის ყაზანის ღვთიმშობლის ტაძარში. საფლავის ფოტო აღებულია გიორგი ზუბაშვილის გვერდიდან.