აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ იმნაძე (1945-1991)

პოლიტიკოსი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1975 წლიდან აჭარის სამხატვრო სახელოსნოს მხატვარ-გამფორმებელი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის ბათუმის რეგიონალური ჯგუფის ხელმძღვანელი. 1990-1991 იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991 წლის 14 მარტს ნ. იმნაძე აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. 30 აპრილს აპირებდა საინფორმაციო მიტინგის ჩატარებას. იმავე დღეს ღამით დაიღუპა.

დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, საფლავის ფოტო აღებულია ბატონი ირაკლი შონიას გვერდიდან.