აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ერასტი ჭავჭანიძე (1866-1938)

მეცენატი და საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა ხონში. პატარა ბიჭობაში თბილისში, შეგირდად მიაბარეს ფურნეში. ფურნეს გვერდით გერმანელი ვაჭრის საგალანტერიო მაღაზია ყოფილა. პატარა ბიჭუნა ძალიან ნიჭერი აღმოჩნდა და ძალიან მოკლე დროში, გერმანული ენა ისწავლა. ის ამ მაღაზიაში მოჯამაგირედ მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უმცროსი გამყიდველი გახდა. როგორც ჩანს, მაღაზიის მეპატრონეს თავი ძალიან შეაყვარა, რადგან მოგვიანებით მან ბიჭუნა სასწავლებლად ლაიფციგში გაგზავნა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ერასტი ჭავჭანიძემ მაშინდელი მიხაილის გამზირზე (ახლანდელი აღმაშენებლის გამზირი), 1903 წელს ულამაზესი სახლის მშენებლობა დაიწყო. ამ სახლში თვითონვე ცხოვრობდა.

დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო გადაიღო ბატონმა ლევან თაქთაქიშვილმა.