აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იური მარი (1893-1935)

ირანისტი, პროფესორი, აკადემიკოს ნ. მარის შვილი.

1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, ჯერ არაბული, შემდეგ სპარსული ფილოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს მასწავლებლად იყო მამისეულ სოფელ ბუკისციხეში. 1919-1921 წწ. თანამშრომლობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1922 წლიდან დაბრუნდა პეტროგრადში და აქტიურად ჩაება საბჭოთა ირანისტიკის დაფუძნების საქმიანობაში. 1925 წლიდან ორი წლით მივლინებით გაემგზავრა ირანს, სადაც შეაგროვა ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები. 1929 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა; ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, შემდეგ კი აბასთუმანში დასახლდა. ეს იყო მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. დააარსა სერიები: "ხაკანი - ნეზამი - რუსთაველი", "სპარსულ-ქართული ცდანი", შეადგინა "დოკუმენტირებული სპარსულ-რუსული ლექსიკონი", იკვლევდა კლასიკური და თანამედროვე სპარსული ლიტერატურის ენის, ფოლკლორისა და ეთნოლოგიურ საკითხებს.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.