აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ გუჩუა (1948-2022)

პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, წალენჯიხის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1966–1974 წლებში იყო წალენჯიხის ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს, წვენების ქარხნის, ჩაის ფაბრიკის მუშა. 1980–1989 წლებში იყო წალენჯიხის რაიონული გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. იმყოფებოდა ემიგრაციაში.

დაკრძალულია წალენჯიხაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ჯულიეტა როგავამ.