აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი გედევანიშვილი (1884-1958)

ნიადაგთმცოდნე, პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1943). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1950). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1956).

დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი (1914). 1910-1912 წლებში მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკასიის ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციებში, რომლებსაც აკადემიკოსი კონსტანტინე გლინკა ხელმძღვანელობდა. იყო ნიადაგთმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე თსუ-ში (1919-1929) და ერთდროულად (1921-1924) — თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ნიადგთმცოდნეობის კათედრას. გედევანიშვილმა გამოიკვლია საქართველოს მევენახეობისა და მეჩაიეობის რაიონები, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონის შესასვლელში.