აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იგორ ურუშაძე (1916-1997)

ხელოვნებათმცოდნე და პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სტომატოლოგის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ აპოლონ ურუშაძის შვილი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1940) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგედ.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.