აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აპოლონ ურუშაძე (1886-1961)

სტომატოლოგი, პედაგოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1945), სტომატოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პირადი ექიმი-სტომატოლოგი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გამოცხადებისთანავე, როგორც საქართველოს ესერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი (ესერთა პარტიის წევრი იყო 1917 წლიდან), დაინიშნა თბილისის პოლიციის უფროსად და ამ მოვალეობას ასრულებდა 1920 წლის შუა ხანებამდე. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში ურუშაძე იყო მემარჯვენე ესერთა ორგანიზაციის წევრი და აქტიურად თანაუგრძნობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ე. წ. „ჩეკა“) მიერ დაპატიმრებული იყო 1923 წელს. აღსანიშნავია, რომ 1930–იანი წლების მეორე ნახევარში და 1940–იანი წლების დამდეგს ურუშაძე იყო ევროპაში მოქმედი ძლიერი საერთაშორისო ანტიბოლშევიკური პოლიტიკური მოძრაობის, – "პრომეთე"–ს და საფრანგეთში მოქმედი „საქართველოს ეროვნული საბჭოს“ რეზიდენტი საქართველოში. 1951-1952 წლებში იგი დაპატიმრებული იყო საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ. მოგვიანებით (1955) მიიღო სრული რეაბილიტაცია.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.