აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

არტემ არონიშიძე (1891-1950)

სამხედრო პირი, წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი.

დაიბადა 1891 წლის 20 ოქტომბერს სოფელ კონჭკათში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). 1913 წელს იყო უმცროსი ოფიცერი და თბილისის ფეხოსანთა პოლკში მსახურობდა, პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტზე იბრძოდა თურქეთის წინააღმდეგ. ამ დროს მიანიჭეს კაპიტნის ჩინი. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918–1921 წწ.) არტემ არონიშიძე ქართველ ახალგაზრდებს წვრთნიდა სამხედრო საქმეში და სამხედრო ჯგუფებს აყალიბებდა.

1922 წელს პოლონეთის მთავრობის მიწვევით ქართველ ემიგრანტ ოფიცერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი პოლონეთში ჩავიდა. 1939 წლის აგვისტოს ბოლოს ვარშავაში ჩავიდა უმაღლეს სამხედრო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ომის დაწყებამ შეუშალა ხელი; ვარშავის დამცველთა რიგებში ჩადგა. უმაღლესი სამხედრო ორდენით "ვირტუტი მილიტარით" დააჯილდოვეს.

დაკრძალულია პოლონეთში, ვროცლავში.