აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შოთა ზოიძე (1941-2021)

მთარგმნელი, პოეტი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1967 წელს, მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები 1977 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1960 წელს, პირველი წიგნი 1968 წელს. გამოცემული აქვს წიგნები: "ათასი ზარი" (1972), "პაემანი წვიმაში" (1974), "ელდორადო" (1982), "ბათუმის წვიმა" (რუსულ ენაზე, მოსკოვი, 1979); ლიტერატურული წერილები: "სიყვარულის გაკვეთილები" (1984), "ჯვარცმული ფიქრი" (1995). 1997 წელს გამოაქვეყნა "საქართველოს გოლგოთა", რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას ეძღვნება. 2000 წელს გამოსცა მონოგრაფია ანა კალანდაძეზე–"ანა დედოფალი", 2003 წელს-ლექსების კრებული "სვეტი ნათლისა" და ესეების კრებული "ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აკოცა", 2013 წელს "რჩეული ნაწერები". შოთა ზოიძემ თარგმნა რუს პოეტთა ლექსები.

დაკრძალულია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზო-პანთეონში.