აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მერაბ ბერძენიშვილი (1929-2016)

მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1987), საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975). 2001 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო „XX საუკუნის მიღწევებისათვის“. 2014 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

გარდაიცვალა 2016 წლის 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში. საფლავის ფოტო აღებულია ქალბატონი ლალი მიქაძის ფეისბუკ გვერდიდან.